“ყველა ქართველ ფაშისტ ემიგრანტს ვუსურვებ კინწისკვრით სამუდამო დეპორტაციას იმ ქვეყნებიდან, სადაც სარჩოს შოულობენ”
სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, 14 ივლისს დაანონსებულ ქართველთა მარშს სოციალური ქსელით ეხმიანება. “ყველა ქართველ ფაშისტ ემიგრანტს ვუსურვებ კინწისკვრით სამუდამო დეპორტაციას იმ ქვეყნებიდან, სადაც სარჩოს შოულობენ და კიდევ აქ არჩენენ თავის ფაშისტური განწყობების ოჯახებს. გამეხარდება ძალიან, შიმშილის გზით რომ მივლენ ჭეშმარიტებამდე”, – წერს ნიკა გვარამია.