„მზიურში“ ბომბს ეძებენ და ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს
თბილისში, „მზიურის“ ტერიტორიიდან იქ მყოფების ევაკუაცია მიმდინარეობს. როგორც საზოგადოებრივს შსს-ს განუცხადეს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობაა.შსს-ს ცნობით, ევაკუაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. სხვა დეტალები ამ დროისთვის არ კონკრეტდება. „მზიურში“ თავისუფალი ჩვენებების სივრცეში ფილმ „პრაიდის“ ჩვენება და დისკუსია იმართებოდა. ჩვენების ორგანიზატორებმა ფილმი ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფთან თანამშრომლობით, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეარჩიეს. Читать дальше...