“ცხვირში რომ არ მოგხვდა კარგად იმიტომ ხარ გაუზრდელებული”- ზაქარია ქუცნაშვილის და ნიკა გვარამიას დაპირისპირება (ვიდეო)
გადაცემა “არჩევანში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი და “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. საკითხი ეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ ინიციატივას, რომელიც მოსამართლეების მიმართ არაკორექტული გამონათქვამების და შეურაცხყოფისთვის გარკვეულ შეზღუდვას ითვალისწინებს, რასაც მედიის წარმომადგენლები ცენზურის მცდელობად აფასებენ.