დოლიძის ქუჩაზე ჩანთაში დანაწევრებული მამაკაცის გვამი იპოვნეს
საბურთალოს რაიონში, დოლიძის ქუჩის მახლობლად, ზაურ ბოლქვაძის ქუჩაზე შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვნეს. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. როგორც “ინტერპრესნიუსს” თვითმხილველებმა შემთხვევის ადგილზე განუცხადეს, ცხედარი დანაწევრებულია და ჩანთაშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, აწ გარდაცვლილი ამავე ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა. მეზობლების თქმით, ის ხშირად სვამდა. მათივე ცნობით, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა.