გორთან ვეფხვს ეძებენ
სოფელ რეხასთან, რომელიც გორთან ახლოს მდებარეობს, ვეფხვს ეძებენ. როგორც კურიერის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, სოფლის ცენტრში ცოტა ხნის წინ უჩვეულოდ დიდი ნაკვალევი შენიშნეს და 112-ს დაუკავშირდნენ. ცხოველი ქალმა საკუთარ ეზოში შენიშნა და უყვიროდა, რადგან ეზოში შინაური პირუტყვი ჰყავდა დაბმული. ცხოველმა პომიდვრების ნარგავში გაიარა და ნაკვალევი დატოვა, რადგან წუხელ გორში წვიმდა და მიწა სველია. ცხოველი სხვა მამაკაცმაც […]