Placebo თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას ცირკს უწოდებს!
3 ივლისს თბილისში გეი ბენდი PLACEBO ჩამოდის. დღეს როდესაც თბილისს დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს, placebo-ს ბენდის ბასისტმა სოციალურ ქსელში ბეჰემოტის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: “ეს არის თავისუფალი ბეჰემოტი თბილისის ქუჩებში. პლაცებო იქ დაუკრავს რამდენიმე კვირაში. ერთი სული მაქვს როდის შევუერთდები ცირკს”. სოციალურ ქსელში ამ შეურაცმყოფელ განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოყვა, საზოგადოება აღნიშნული ბენდის კონცერტის გაუქმებას ითხოვს