დღეში რამდენჯერმე კვეთდნენ საკონტროლო პუნქტს, უცენზურო გამონათქვამების გამოყენებით, შელაპარაკება მოხდა – რა ინფორმაცია აქვს „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტს
„რადიო თავისუფლების“ ქართული რედაქციის კორესპონდენტის, გოგა აფციაურის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილს და მასთან ერთად დაკავებულ ორ პირს ახალგორის მილიციის უფროს ალექსანდრე ჯიოევთან პრობლემები ჰქონდათ. შესაბამის ინფორმაციას გოგა აფციაური სოციალური ქსელის გვერდზე წერს. „ჩემი წყაროების ინფორმაციით, 3 დაკავებულ პირს პრობლემები ალექსანდრე ჯიოევთან ჰქონდათ. მასსა და საქართველოს სამ მოქალაქეს შორის, რომლებიც დღეში რამდენჯერმე კვეთდნენ საკონტროლო პუნქტს, უცენზურო გამონათქვამების […]