შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ს.ვ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 11,5954 გრამი ჰეროინი, 0,0354 გრამი მორფინი და 0,0115 […]