მურმან დუმბაძე: გიული ალასანია თავის შვილზე ისე ფიქრობს, როგორც ქალბატონი ირინა ენუქიძე ფიქრობდა თავის შვილზე
„გიული ალასანია თავის შვილზე ისე ფიქრობს, როგორც ქალბატონი ირინა ენუქიძე ფიქრობდა თავის შვილზე, სანდრო გირგვლიანზე“, – ასე უპასუხა „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მურმან დუმბაძემ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ წამყვანის კითხვას – „წინა ეთერში სტუმრობისას თქვენმა განცხადებამ რეზონანსი გამოიწვია არა მარტო საზოგადოებაში, არამედ ოპოზიციაშიც, როდესაც ირინა ენუქიძესა და გიული ალასანიასთან დაკავშირებით პარალელი გაავლეთ. განაცხადეთ, რომ ირინა ენუქიძეს ვერავინ გაამტყუნებს, იმიტომ, რომ ის არის დედა, მაგრამ გიული ალასანიას გამტყუნება შეგვიძლია?“ – რაზედაც მურმან დუმბაძემ განაცხადა:
„არა, არა, დედას ვერავინ გაამტყუნებს. დედა შვილზე ზრუნავს. ალასანიასა და ენუქიძის ერთ სიმაღლეზე დაყენება ნორმალურია, კი. გიული ალასანია თავის შვილზე ისე ფიქრობს, როგორც ქალბატონი ირინა ფიქრობდა თავის შვილზე. მაჩალიკაშვილის დედას არ მოუკლეს შვილი? 27 სახელმწიფო გეუბნება მიიღე პოლიტიკური გადაწყვეტილება, გაანებე სასამართლოს თავიო..“, – განაცხადა დუმბაძემ.
კითხვაზე „სააკაშვილის ხელისუფლება გადაჰყვა ენუქიძის, გირგვლიანის საქმეს და თქვენ ერთ სიმაღლეზე რომ აყენებთ, ნორმალურია?“ – დუმბაძემ აღნიშნა: „დედა დედაა. სულ ერთია, გინდ ირინა ენუქიძე იყოს, გინდ მურმან დუმბაძის დედა, გინდ ვახოს დედა იყოს, ნებისმიერი დედისთვის შვილი საყვარელია.. როცა შვილს ალასანიას უკლავენ კარგია?! აქაც შედეგი უნდა დადგეს?!“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.