ჯოზეფ ბორელი: ევროპას საფრთხე ემუქრება
“ევროპას საფრთხე ემუქრება” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საუბრობს. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ევროპაში “მეორე მსოფლიო ომის შემდეგ” უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ყველაზე სერიოზული კრიზისია.
“ჩვენ უნდა მოვიძიოთ ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების საშუალებები, რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას, მშვიდობას კვლავ მივაღწიოთ. მაგრამ სანამ პუტინი მზად იქნება ამისთვის, ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ, რომ მან თავის დაცვა შეძლოს” – ამბობს ბორელი.