თამაზ მეჭიაური კორონავირუსით გარდაიცვალა
პოლიტიკოსი თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი შვილი კახა მეჭიაური ავრცელებს.
მეჭიაური კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ის 29 იანვრიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
მეჭიაური 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თიანეთის მერი გახდა და ამ თანამდებობაზე 4 წელი იმუშავა. უფრო ადრე, 2012 -2016 წლებში ის საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი იყო.