საქართველოში კორონავირუსი დაუდასტუდა კიდევ 19 000-ზე მეტ ადამიანს, 51 გარდაიცვალა
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 51 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 18 409. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 56 531 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 19 049 შემთხვევა. ამ მონაცემებში უნდა შედიოდეს კვირა დღეს ჩატარებული ტესტირების შედეგების ნაწილიც, რომელიც ორშაბათს პორტალზე ვერ აისახა ტექნიკური პრობლემის გამო.