კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლებასთან ერთად იკლებს აცრების მაჩვენებელიც
საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლებასთან ერთად, იკლებს ვაქცინაციის მაჩვენებელიც. სექტემბრის თვეში, 10 დღიან ჭრილში რამდენიმე ათასით არის შემცირებული დღიურად აცრის მაჩვენებელი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 17 სექტემბერს აიცრა 19 273 ადამიანი, 10 დღის წინ, 7 სექტემბერს საქართველოში გაკეთდა კორონავირუსის საწინააღმდეგო 27 011 ვაქცინა.
ბოლო 10 დღის განმავლობაში ვაქცინაციის მაჩვენებელი ასეთია:
17 სექტემბერი - 19 273
16 სექტემბერი - 19 148
15 სექტემბერი - 25 150
14 სექტემბერი - 24 941
13 სექტემბერი - 26 125
12 სექტემბერი - 14 703
11 სექტემბერი - 21 199
10 სექტემბერი - 25 132
9 სექტემბერი - 24 325
8 სექტემბერი - 24 670
7 სექტემბერი - 27 011
საქართველოში ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 25%-იც კი არ არის ვაქცინირებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აგვისტოს თვეში ამბობდა, რომ აცრის დღიური მაჩვენებელი სასურველია იყოს 30 000 მაინც. ამ დროისათვის აცრის პროცესი ყველაზე რთულად მიდის რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში და მცხეთა-მთიანეთში. ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია გურიასა და სამცხე-ჯავახეთშიც.
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 52 პაციენტი. კორონავირუსს საქართველოში სულ 8 498 ადამიანი ემსხვერპლა.