ვაშინგტონში მცირე ჯგუფმა მოიყარა თავი 6 იანვრის არეულობის შემდეგ დაპატიმრებულთა მხარდამჭერ აქციაზე
18 სექტემბერს ვაშინგტონში რამდენიმე ასეულმა პირმა მოიყარა თავი აქციაზე, რომლითაც მხარი დაუჭირეს 6 იანვარს კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობის შემდეგ დაპატიმრებულ პირებს. ადგილზე დემონსტრანტებზე ბევრად მეტი რაოდენობით პოლიცია იყო წარმოდგენილი, მას შემდეგ, რაც კაპიტოლიუმის პოლიციის ხელმძღვანელმა, ტომ მენგერმა თქვა, რომ ისინი არ დაუშვებდნენ შენობაზე შტურმის გამეორებას. კაპიტოლიუმის პოლიციის ყველა წევრის მობილიზაციასთან ერთად, მენგერმა ეროვნული გვარდიის დახმარებაც ითხოვა და გასცა შენობაზე ორნახევარი მეტრის სიმაღლის ღობის შემოვლების ბრძანება. Читать дальше...