ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოკლე დროში დავადგინოთ ახალუბანში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ადგილსამყოფელი და დავუბრუნოთ ისინი ოჯახებს
სოფელ ახალუბნის მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების საკითხზე ყველა საჭირო ღონისძიებას ვატარებთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე აცხადებს.
„ჩართულნი არიან შესაბამისი სამსახურები, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დავადგინოთ მათი ადგილსამყოფელი და დავუბრუნოთ ისინი ოჯახებს“, -წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბანთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლმა საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დააკავეს.შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის ინფორმაციით, ახალუბნიდან 6 მამაკაცია გაუჩინარებული, ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.