მტკვარში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ
ორი დღის წინ მტკვარში დაკარგული 37 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დაიწყო 17 აგვისტოს რუსთავის ცენტრალური ხიდის აღმოსავლეთით. შს სამინისტროს საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამძებრო სამუშაოები დილის 7 საათიდან მიმდინარეობს. "მუშაობენ როგორც ცალკეული მყვინთავები, ასევე ვეძებთ გასაბერი ნავით", თქვა საგანგებო სოტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა. მტკვრის გაყოლებაზე მობილიზებულია ადგილობრივი პოლიციის ჯგუფებიც. პოლიციის თანამშრომლებმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადეს, რომ ჯერჯერობით არ იციან მეთევზის დაკარგვის დეტალები. 112-ში შეტყობინება შევიდა გუშინ, გვიან ღამით, დაკარგულის მეგობრისგან, რომელიც მასთან ერთად თევზაობდა რუსთავის ცენტრალური ხიდის მახლობლად. პოლიციის წარმომადგენლების თქმით, გამიძიება მიმდინარეობს სს კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა)