დონალდ ტრამპის განცხადებით, გაჩხრიკეს მისი ფლორიდის სახლი
აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა გაჩხრიკეს ფლორიდაში მდებარე მისი რეზიდენცია. ტრამპის თანახმად, სამართალდამცველები მის სახლში გაუფრთხილებლად მივიდნენ და მისი სეიფიც გატეხეს. „ეს ბნელი დღეა აშშ-ის ისტორიაში“, - წერს ტრამპი. მისი მტკიცებით, ეს მოქმედები მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შეუშალონ 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრაში. სამართალდამცველთა მოქმედებების გასაპროტესტებლად და ტრამპის გასამხნევებლად, მის სახლთან მხარდამჭერებიც იყვნენ შეკრებილი. Читать дальше...