World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

“დასავლეთში 2008 წელს ვერ მიხვდნენ რა მოტივით ხელმძღვანელობდა რუსეთი… პუტინის გეგმები მაშინაც იგივე იყო, რაც დღეს არის” – რა შეცდომა დაუშვა აგვისტოს ომის დროს დასავლეთმა?

2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის შე­მოჭ­რი­დან, რის შე­დე­გა­დაც აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ოკუ­პა­ცია მოხ­და, 14 წელი გა­ვი­და. მა­შინ აშშ-შიც და ევ­რო­პა­შიც ყვე­ლა კარ­გად ხვდე­ბო­და, რომ რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლო სწო­რედ პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სის გამო და­სა­ჯა, თუმ­ცა დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, ანუ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ას მო­ყო­ლი­ლი უმწვა­ვე­სი და­სავ­ლუ­რი პა­სუ­ხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ყვე­ლა ცხა­დად ხე­დავს, რა­ო­დენ არა­საკ­მა­რი­სი და არა­სა­თა­ნა­დო იყო 2008 წელს ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის რე­აქ­ცია. მე­ტიც – მა­შინ და­სავ­ლე­თი ცდი­ლობ­და, მომ­ხდარ­ში ნა­წი­ლობ­რივ სა­ქარ­თვე­ლოც და­ე­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­ნა, რა­საც მოწ­მობს ტა­ლი­ა­ვი­ნის კო­მი­სი­ის დას­კვნაც. დღეს ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი უკვე აღი­ა­რე­ბენ, რომ შეც­დო­მა და­უშ­ვეს, რო­დე­საც ვერ შეძ­ლეს და პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის ვე­რა­გი მიზ­ნე­ბი ვერ და­ი­ნა­ხეს. რა ხდე­ბო­და 14 წლის წინ მსოფ­ლი­ო­ში, რა­ტომ ვერ შეძ­ლეს აშშ-მა და ევ­რო­პამ გა­ეთ­ვა­ლათ რუ­სე­თის ზრახ­ვე­ბი 2014 წლის ყი­რი­მის ოკუ­პა­ცი­ის შემ­დგომ მა­ინც და რა­ტომ არ იმოქ­მე­და და­სავ­ლეთ­მა ისე­ვე კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლად და ეფექ­ტი­ა­ნად რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დროს, რო­გორც დღეს უკ­რა­ი­ნა­ში მოქ­მე­დებს? – ამ სა­კი­თხებ­ზე გა­ზეთ “კვი­რის პა­ლიტ­რას”ექ­სპერ­ტი თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძე ესა­უბ­რე­ბა.

გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

– მარ­თა­ლია, დღეს ყვე­ლა აღი­ა­რებს, რომ 2008 წელს და­სავ­ლე­თის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით რა­დი­კა­ლუ­რი და მკაც­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ, ჩემი აზ­რით, ვერ იქ­ნე­ბო­და და ამას არა­ერ­თი მი­ზე­ზი ჰქონ­და. უპირ­ვე­ლე­სად ის, რომ 2008 წელს კონ­ტექ­სტი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო. მა­შინ ყვე­ლა მხა­რემ აღი­ა­რა, რომ და­ე­თან­ხმე­ბო­და ევ­რო­კავ­ში­რის ეგი­დით შექ­მნი­ლი ე.წ. ტა­ლი­ა­ვი­ნის კო­მი­სი­ის დას­კვნას, რო­მელ­შიც ჩა­ი­წე­რა, რომ ომის და­წყე­ბა­ში ორი­ვე მხა­რე იყო დამ­ნა­შა­ვე და სწო­რედ აქ იყო მოშ­ვე­ლი­ე­ბუ­ლი ჩემ მიერ ნახ­სე­ნე­ბი კონ­ტექ­სტი. ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იდ­გნენ რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბი, რაც ხელ­ზე და­იხ­ვი­ეს რუ­სებ­მა და ამ­ტკი­ცებ­დნენ, ქარ­თულ­მა მხა­რემ ჩვენს სამ­შვი­დო­ბო­ებს ეს­რო­ლაო… მოკ­ლედ, რუ­სეთ­მა ომის და­სა­წყე­ბად ფორ­მა­ლუ­რი მი­ზე­ზი გა­მო­ძებ­ნა. ასე­თი პირ­და­პი­რი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად არაპ­რო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი აგ­რე­სია, რაც უკ­რა­ი­ნა­ში მოხ­და, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში სხვა არც ყო­ფი­ლა. ის, რა­საც ახლა აკე­თებს რუ­სე­თი, ამ სა­უ­კუ­ნე­ში არ­სად მომ­ხდა­რა, არც – 2008 წელს. მა­შინ რუ­სებს რა­ღაც მა­ინც ჰქონ­დათ სათ­ქმე­ლი. ეს ერთი მი­ზე­ზია, რა­ტომ არ იმოქ­მე­და და­სავ­ლეთ­მა უფრო რა­დი­კა­ლუ­რად. გარ­და ამი­სა, იმ­ხა­ნად ისევ იყო ილუ­ზია, რომ პუ­ტინ­თან შე­რი­გე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და – გვახ­სოვს ობა­მას “გა­დატ­ვირ­თვის პო­ლი­ტი­კა”… და და­სავ­ლეთ­მა ამ ილუ­ზი­ით იცხოვ­რა 2022 წლის 24 თე­ბერ­ვლამ­დე.

– სა­ქარ­თვე­ლოს­თან ომი­დან ექ­ვსი წლის შემ­დეგ, 2014 წელს, რუ­სეთ­მა ყი­რი­მი და­ი­პყრო, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ და­სავ­ლეთ­მა ისევ თვა­ლი და­ხუ­ჭა. რა­ტომ?

– სამ­წუ­ხა­როდ, ისევ ჩემი ნახ­სე­ნე­ბი ილუ­ზი­ის გამო. იქაც იპო­ვეს რა­ღაც ხელ­მო­სა­ჭი­დი: ამ­ბობ­დნენ, ყი­რი­მი უკ­რა­ი­ნას რუ­სეთ­მა გა­დას­ცა ხრუშ­ჩო­ვის დროს, იქ რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტი დგა­სო და ა.შ. ისევ გა­ა­მარ­თლა პუ­ტი­ნი იმ ხალ­ხმა, ვი­საც სურ­და, და­ე­ჯე­რე­ბი­ნა, რომ კი­დევ შე­იძ­ლე­ბო­და მას­თან მო­რი­გე­ბა, რაც შეც­დო­მა იყო და ეს დღეს თვალ­სა­ჩი­ნოა…

– ამას უკვე აღიარებენ აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების ლიდერები… არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომლებშიც ნახსენებია 2008 წლის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და გამოთქმულია სინანულიც, რომ დროულად ვერ მოხერხდა რუსული საფრთხის გაანალიზება…

– ამბობენ, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო… ეს დაემართა დასავლეთსაც. მაშინ მათ ვერ დაინახეს, ვერ გათვალეს, რა მოტივით ხელმძღვანელობდა პუტინი, მხოლოდ ახლა მიხვდნენ, რაც იყო 2008 წლის აგრესიის რეალური მიზეზი. მიუხედავად განსხვავებული კონტექსტისა, პუტინის გეგმები 2008 წელსაც იგივე იყო, რაც დღეს არის.

– 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუმცა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ამის მტკიცება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. დღევანდელი გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, საქართველო განწირული იყო ამ ომისთვის, თუ მაინც შეიძლებოდა რამის შეცვლა?

– ჩემი აზრით, 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ ომის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. გადაწყვეტილებამ, რომ საქართველოსთვის მაპ-ი არ მიეცათ, რუსები გაათამამა. მათ დამატებითი ჯარი შემოიყვანეს აფხაზეთში და გახსნეს ე.წ. დიპლომატიური წარმომადგენლობები სოხუმსა და ცხინვალში, ანუ ისინი ამ ტერიტორიების წაღებაზე უკვე ფიქრობდნენ, ოკუპაცია ჩაფიქრებული ჰქონდათ, თუმცა, შესაძლოა, ეს გაეკეთებინათ სამხედრო ოპერაციის გარეშეც, არ ვიცი… მხოლოდ ჰიპოთეზურად შეიძლება დავუშვათ, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუ საქართველოს ხელისუფლება 2006-2007 წლებში უფრო ფრთხილ საგარეო პოლიტიკას გაატარებდა, თუმცა, სავარაუდოდ, ამის ჰიპოთეზურად დაშვებისასაც ვცდები…

– 14 წელიწადი გავიდა რუსეთის საქართველოში შემოჭრისა და ომის გაჩაღების შემდეგ. გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, თუმცა საქართველოში ვიღაცისთვის კვლავ საკითხავია, რუსეთი მტერია და მოყვარე. ეს საკითხი გამწვავდა უკრაინაში რუსული აგრესიის კვალდაკვალ საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის ასიათასობით მოქალაქის შემოსვლის გამო. რა საფრთხე ახლავს მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მოქალაქეების ასე შეუზღუდავად და უკონტროლოდ შემოშვებას?

– მე სამხედრო საფრთხეს ტურისტებისგან ნაკლებად ვხედავ. სამხედრო საფრთხეა, უპირველესად, ის რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც ცხინვალთან დგას, თბილისიდან 40 კილომეტრის მოშორებით. თუ პუტინი საქართველოში სამხედრო აგრესიას გადაწყვეტს, ამას ტურისტების გარეშეც გააკეთებს.

– თუმცა შესაძლოა ეს ხალხი მან კონფლიქტის პროვოცირებისა და ესკალაციისთვის გამოიყენოს. ჩვენ ისიც არ ვიცით, მათ შორის ვინ არის ტურისტი, ვინ – რეჟიმს გამოქცეული მოქალაქე და ვინ – პროვოკატორი თუ აგენტი…

– არ არის გამორიცხული, გამოიყენოს კიდეც, მაგრამ რუსეთის მოქმედებები ისეთი არალოგიკურია, თუ სამხედრო აგრესია გადაწყვიტა, შეიძლება პროვოკაციის მოწყობა არც სცადოს… ჩვენ დავინახეთ, რომ მან უკრაინასთან სრულიად არაპროვოცირებული ომი დაიწყო. ჩემი აზრით, თუ პუტინს თავში რაღაც გადაუბრუნდა, აგრესიისთვის საბაბის მოფიქრება არ დასჭირდება… ამის მაგალითი უკრაინაა…

– სამხედრო აგრესიის საფრთხეს თავი დავანებოთ და საკითხი დავსვათ ასე: არის თუ არა საფრთხე ე.წ. რბილი ძალით ჩვენს საზოგადოებრივ-კულტურულ წიაღში შემოჭრა და იმგვარი მუშაობა, როგორიც ჰიბრიდულ ომს ახასიათებს?

– თუ დღემდე გვეშინია “რბილი ძალის”, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც ახალგაზრდა თაობა რუსულად აღარ ლაპარაკობს, დავღუპულვართ..

რაც შეეხება ხელისუფლებას, მათი პოზიცია გასაგებია: ცდილობენ იყვნენ ჩუმად და როგორმე აიცილონ რუსული აგრესია. გარდა ამისა, იმედი აქვთ, რომ რუსი ტურისტი შემოვა, ფულს დახარჯავს და ასე ჩვენს ეკონომიკას ეშველება…

– ჩვენი საზოგადოების ნაწილისთვის, რომელიც საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლას არ მიესალმება, ქსენოფობების ძახილი სწორად მიგაჩნიათ?

– ხელისუფლება ნებისმიერი საშუალებით ცდილობს გაამართლოს თავისი პოზიცია. ამისთვის ყველაფერს კადრულობს, მათ შორის – ქსენოფობების ძახილსაც, რაც პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს, ეს კი არასწორია. ჩემი აზრით, ოპოზიციაც სცოდავს, როდესაც ძალიან მოსაფრთხილებელ თემებს ხშირად საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. ამ ქვეყანაში იარლიყების მიკერება ხომ ჩვეულებრივი ამბავია! ხელისუფლებაც მზად არის, იარლიყი მიაკეროს ყველას, ვინც მისი პოლიტიკის წინააღმდეგია.

– თქვენ ახსენეთ რუსი ტურისტების დახარჯული ფული ქართული ეკონომიკის სასარგებლოდ, მაგრამ არავინ იცის მომავალში დესტაბილიზაციისთვის რუსეთი ამას როგორ გამოიყენებს. გვახსოვს, რუს ტურისტებზე დამოკიდებული ქართული ტურისტული სექტორი როგორ დარჩა ჰაერში გამოკიდებული, როდესაც რუსეთმა საქართველოსთან ფრენა აკრძალა…

– ეს არის კერძო სექტორის შეთავაზებული მომსახურებისა და, დიდი ალბათობით, გეოგრაფიის პრობლემაც. სანამ გვაქვს მომსახურების ისეთი ხარისხი, რომელიც ევროპელებსა და ამერიკელებს – ვერა, მაგრამ რეგიონის მცხოვრებლებს აკმაყოფილებს, მანამდე ასეთი ვითარება გვექნება. მომსახურების ხარიხი უნდა ამაღლდეს ისე, რომ აქ მარტო რუსი არ ჩამოდიოდეს.

– სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს. ამ მოთხოვნით შეიქმნა პეტიციაც. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ითხოვს პარტია “ლელოც”. “არსებული საფრთხეების გათვალისწინებით უნდა იქნეს მიღებული დროებითი ზომები, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელთა ნაკადის კონტროლი: შემოღებული იქნეს სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეებისათვის; დადგინდეს ტურისტული ვიზების ვადა 30 დღემდე და ვიზები გაიცეს პირდაპირ საზღვარზე ან/და ონლაინ; 30 დღეზე მეტ ხანს დარჩენის მსურველთათვის გაიცეს ვიზები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით შედგენილი პროცედურებით,” – განაცხადეს “ლელოში”.

– ვფიქრობ, გარკვეული შეზღუდვების შემოღება შესაძლებელია, მაგალითად, აქ ყოფნის ვადის შემცირება. ამასთანავე, ქონების შეძენა და დარეგისტრირებაც დიდი პრობლემაა. ამ მიმართულებით საქართველოს, დიდი ხანია, გახსნილი პოლიტიკა აქვს, ასე რომ, ბევრი რამ კომპლექსურად უნდა გადაიხედოს.

– თუმცა ყოველ ამგვარ წინადადებაზე ხელისუფლების პასუხია, რომ ეს არის ომში ჩათრევის მცდელობა…

– უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკურ ბრძოლაში ომის თემით ძალიან იხეირა. მან მოუგო პიარი ოპოზიციას. როგორც ჩანს, ხელისუფლება ფარულად ხშირად ატარებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს და იციან, რომ საქართველოში ომის ძალიან ეშინიათ, რასაც ოპოზიცია ვერა და ვერ მიხვდა. მან ომში ჩართვა-არჩართვის საკითხი ხუმრობისა და ღლიცინის თემად აქცია. ამაზე სულ ოხუნჯობენ, არადა, ხალხს მართლა ეშინია ომის. ხელისუფლებამ შეძლო და ოპოზიცია ამ საკითხზე წამოიკიდა, შესაბამისად, ყველა საკითხს, რომელსაც ოპოზიცია სვამს, კობახიძე ომში ჩათრევის მცდელობას აბამს. ეს მესიჯი, რომელიც ხელისუფლებამ აამუშავა, დღემდე მუშაობს და, ალბათ, იმუშავებს მანამდე, ვიდრე უკრაინაში ომი გაგრძელდება, ასე რომ, მომავალშიც ხშირად მოვისმენთ ამგვარ განცხადებებს, რადგან მათ იციან, რომ ეს განცხადებები თავის საქმეს აკეთებს…

– თქვენი აზრით, დღეს ხელისუფლების პოლიტიკა სრულად ორიენტირებულია ძალაუფლების შენარჩუნებაზე და არ არის ნაკარნახევი ქვეყნის საგარეო ვექტორის შეცვლის მიზანმიმართული მცდელობით?

– რა თქმა უნდა, მათი ყველა მოქმედება და განცხადება განპირობებულია ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით. რაც შეეხება საგარეო ვექტორს, რა ვიცი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რომ მოეცათ, ვითომ უარს იტყოდნენ? არა მგონია. ჩვენ ვნახეთ, რომ სტატუსის მიუღებლობას სერიოზული გართულება მოჰყვა ქვეყნის შიგნით: დემონსტრაციები, პროტესტი… არა მგონია, ამის გათვალისწინებით საქართველოს ხელისუფლებამ გაბედოს და მიზანმიმართულად სცადოს საგარეო კურსის შეცვლა. ქვეყნის ევროინტეგრაციისადმი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის დამოკიდებულება მათთვის კარგად არის ცნობილი. მათ სურდათ სტატუსის მიღება იოლი გზით, არ უნდოდათ კონკრეტული რეფორმების გატარება, იმედი ჰქონდათ, რომ ამის გარეშეც გავხდებოდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რაც არ გამოვიდა.

დღეს ქმნიან რაღაც ჯგუფებს, ცდილობენ წამოიწყონ პროცესი და აჩვენონ დასავლელ პარტნიორებს, რომ აპირებენ ევროკომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულებას. ვნახოთ, რა იქნება ერთი წლის შემდეგ მსოფლიოსა და ევროპაში, როგორ წარიმართება მოვლენები. გამარჯვებას ვუსურვებ უკრაინას, მაგრამ ჯერ არავინ იცის, ეს ომი როდის დამთავრდება. თუ ყველაფერი კარგად იქნება, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენც მივიღებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

– გასული კვირის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი, რამაც აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა გაართულა. მოსალოდნელია პროცესების გამწვავება? და ხომ არ უბიძგებს ეს ჩინეთს, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს დაეხმაროს?

– ჩინეთი რუსეთს აქამდეც ეხმარებოდა და ამის გაკონტროლება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ვერავინ დააყენებს მათ საზღვარზე დამკვირვებლებს, რათა შემოწმდეს, რა ტვირთი შედის ჩინეთიდან რუსეთში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც რუსეთს სანქციების არ ეშინია, თუმცა ჩინეთი რუსეთისთვის დასავლეთს, როგორც ტექნოლოგიების მიმწოდებელს, მთლად ვერ ჩაანაცვლებს… რა მოხდა ტაივანში? რა და, ჩინეთმა ისევ ვერ გაბედა აშშ-ის წინააღმდეგ წასვლა. ჩინეთი ომს ნამდვილად არ აპირებს, მაგრამ როგორც თქვენ ბრძანეთ, ის, ალბათ, უფრო მეტად ეცდება რუსეთის ფარულ დახმარებას. საკითხავია, ეს ეყოფა თუ არა რუსეთს, რადგან დაწესებული სანქციები 3-4 წელიწადში მას ძალიან მძიმედ დააწვება. სწორედ ამიტომ რუსეთი ეცდება, ომი მანამდე დაასრულოს, ვიდრე ეს დრო დადგება…

– შეიძლება რუსეთის უკრაინაში შეჭრა მსოფლიოში, ასე ვთქვათ, გაყინული კონფლიქტების აფეთქების დეტონატორად იქცეს? რამდენიმე ამგვარი კონფლიქტის გამწვავება უკვე დავინახეთ, მათ შორის – ჩვენს რეგიონშიც: გასულ კვირას აზერბაიჯან-სომხეთს შორის ისევ გართულდა ვითარება…

– გამორიცხული არაფერია. აზერბაიჯანს, ალბათ, კარგა ხანს არ ექნება ამაზე კარგი ვითარება იმისთვის, რომ ყარაბაღის დარჩენილი ტერიტორიაც დაიბრუნოს. ჩვენ უნდა ვისურვოთ, რომ ეს მოგვარდეს მშვიდობიანად, მოლაპარაკების გზით და არა – ახალი ომით. ყარაბაღი გაცილებით ახლოს არის ჩვენთან, ვიდრე უკრაინა და იქ ომი ჩვენთვის ყოველთვის იყო სერიოზული საფრთხე, თუმცა ბოლო ომისას ეს საფრთხე აგვცდა, გადავრჩით… როცა ძირითადი მოთამაშეები სხვა პრობლემაზე ფიქრობენ და ამა თუ იმ რეგიონისთვის არ სცალიათ, ეს აძლევს შესაძლებლობას ზოგიერთ ქვეყანას, ომით სცადოს იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომელზეც პრეტენზია აქვს. სამწუხაროდ, ამგვარი კონფლიქტების აფეთქება გამორიცხული არ არის…

– დასასრულ, აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე მინდა გკითხოთ. იქ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკებისა და მიმდებარე ტერიტორიის გადაცემის მცდელობამ. რატომ არაფერს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ამ ვითარების გამოსაყენებლად?

– რა თქმა უნდა, რუსებსა და აფხაზებს შორის ასეთი მძაფრი კონფლიქტების გამოყენებას უნდა ვცდილობდეთ, მაგრამ ასე მარტივად მას ვერ გამოვიყენებთ. ამისთვის აფხაზებთან მუშაობა ძალიან დიდი ხნის წინ უნდა დაგვეწყო, რათა ისინი ჩვენს მხარეს გადმოგვეყვანა. ეს მუშაობა არ დაწყებულა და არც ახლა მიმდინარეობს. ასეთ ვითარებაში რუსეთმა, შესაძლოა, აფხაზეთის სრული ანექსიისკენაც კი გადადგას ნაბიჯი. სანქციების მას აღარ ეშინია (ყველაფერი დაუწესეს, რაც შეიძლებოდა), რაც უფრო ათავხედებს, რადგან დასაკარგავი აღარაფერი აქვს. რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების დუმილს, ესეც რუსეთის აგრესიის შიშით აიხსნება.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

В СЗФО новостройки дорожают в Архангельске, «вторичка» – в Ухте и Петрозаводске



Здоровье

Как обезопасить себя в сезон клещей: советы доктора Кутушова




Українські новини

Ветаптека онлайн: відгук про інтернет-магазин vetpreparaty.com



Новости 24 часа

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)



Game News

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)



Москва

Синоптик Тишковец рассказал, что 20 апреля в Москве вероятен мокрый снег



News Every Day

Men’s volleyball: Long Beach sweeps UCI for Big West title; top seeds win in MIVA tourney



Авто

В Волгоградской области стартовал капремонт моста через Кленовку



Москва

Проще, чем кажется: как пережить сезон аллергий



Владимир Высоцкий

Актриса Лужина рассказала правду о романе с Высоцким



Москва

Залип в Dota 2 — пропустил поезд: «РЖД» открыли игровую станцию «Павелецкая» — клуб с ПК и PlayStation 5



Елена Рыбакина

Рыбакина: знаю, что меня поддерживают в России, но болельщиков из Казахстана намного больше



Москва

Минфин РФ: отсутствие интероперабельности - это препятствие к использованию ЦФА в международных расчетах



Такер Карлсон

Государству хотят передать часть отеля Four Seasons, где останавливался Такер Карлсон



Симферополь

Дело о гибели журналистки Бабаевой в Крыму дошло до суда



Москва

«Кот в мешке» на «Юмор FM – Санкт-Петербург»



Москва

Собянин сменил заместителя по вопросам градостроительной политики



Москва

Стали известны дата и место проведения II Международного телевизионного конкурса детской авторской песни «Наше поколение»



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Лидер социалистов вступился за Ладожское озеро





Путин в России и мире
Москва

Рязанские дизайнеры представили свой бренд одежды на модном показе Estet Fashion Week


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

У помощника Лукашенко по общим вопросам нашли три квартиры в Минске




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

В Киеве обвинили Зеленского в неспособности добиться нового пакета помощи от США


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Аранжировка

Аранжировка Песен. Аранжировка Музыки. Создание Аранжировок.



Москва

В Реутове демонтировали незаконные киоски

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net