გარდაიცვალა რეჟისორი თემურ ჩხეიძე
დღეს, 5 ივნისს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი თემურ ჩხეიძე. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მის გარემოცვაში დაუდასტურეს. 2013 წელს თანამდებობის დატოვებამდე, ის მოღვაწეობდა რუსეთში, სანკტ პეტერბურგის დიდ დრამატული თეატრში. ბიოგრაფიული ლექსიკონის თანახმად, თემურ ჩხეიძეს დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი. სხვადასხვა დროს ის იყო ზუგდიდის, მოზარდ მაყურებელთა, რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების რეჟისორი. 1991 წლიდან იყო სანკტ პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი... Читать дальше...