რუხის კოვიდსაავადმყოფოში პაციენტების შესაძლო ინტოქსიკაციას იკვლევენ
რუხის საავადმყოფოში სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს პაციენტების საკვებით ან წყლით შესაძლო ინტოქსიკაციის ფაქტს. ეს კლინიკა ახლა კოვიდპაციენტებს ემსახურება. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რუხის საავადმყოფოში, სავარაუდოდ, რამდენიმე პაციენტი მოიწამლა. ერთ-ერთმა მათგანმა ანონიმურად თქვა, რომ 1 დეკემბერს, ინტოქსიკაციის ნიშნები - ფაღარათი და ღებინების შეგრძნება მას შემდეგ ჰქონდა, რაც სალათი ჭამა. ინფორმაციას არ ადასტურებს საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი ნინო აკობია და აცხადებს, რომ "ინტოქსიკაცია არ ყოფილა. Читать дальше...