თუ FBI არ ჩაერთვება ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში, მისი დედა შიმშილობის დაწყებას აპირებს
აშშ-ის საელჩოსთან 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აქციას მართავს. ისინი საგამოძიებო პროცესში FBI-ის ჩართულობას მოითხოვენ. "პირადად მე ამ საელჩოს წინ ვაპირებ შიმშილობის დაწყებას. ველოდები 3 დღის მანძილზე, გაგზავნილია წერილი ოფიციალურად. თუ არ მოხდება FBI-ის ჩართულობა, მე პირადად დავჯდები აქ და დავიწყებ შიმშილობას", - განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა. მისი თქმით, ის იმიტომ ჩქარობს საქმის გამოძიებას, რომ არჩევნების შემდეგ ამ საქმეს საქართველოში აღარ გამოიძიებენ. "უკვე დარწმუნებული ვარ... Читать дальше...