წყალდიდობამ ათობით ადამიანი იმსხვერპლა პაკისტანში
გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ და ნიაღვარმა ათობით ადამიანი იმსხვერპლა პაკისტანში, სადაც სტიქიამ უამრავი სახლი დაანგრია, გაანადგურა ადამიანების ქონება და დააზიანა ინფრასტრუქტურა. ჭარბი ნალექის დონემ პიკს მიაღწია ქვეყნის კომერციულ დედაქალაქ კარაჩიში, სადაც სამაშველო ბრიგადები ნავების მეშვეობით ახდენენ ადამიანების ევაკუაციას. კარაჩიში წყალდიდობამ იმსხვერპა 47 ადამიანი. ხაბიერ-პახტუნყვის პროვინციაში 16 ადამიანი დაიღუპა წუხელ სახლებში შევარდნილი ადიდებული წყლის შედეგად. პაკისტანში 23 აგვისტოდან გადაუღებლად წვიმს. Читать дальше...