საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევაა
გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1049-მდე გაიზარდა. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 3 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 903. ივნისის შუა რიცხვებიდან, კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 2-დან 9-მდე მერყეობდა. ბოლო სამი დღეა, 24 საათში ფიქსირდება ინფიცირების 10-11 შემთხვევა. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 16 ადამიანი. Читать дальше...