ერთი კვირის განმავლობაში დადასტურებული 63 შემთხვევიდან 7 კოვიდინფიცირებულის წყარო უცნობია
გასული ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 63 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 7 პირის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ეს ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს მიაწოდა. მისი თქმით, ასევე ერთი კვირის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 46 ადამიანი, რაც, თავის მხრივ, დამაფიქრებელი ინდიკატორია: „ჩვენთან ბოლო ერთი თვის და თვე-ნახევრის განმავლობაში... Читать дальше...