ჟურნალისტის გაუჩინარების საქმეზე, ანკარაში, საუდის არაბეთის საკონსულოში ჩხრეკა 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
თურქეთის პოლიციის ექსპერტების ჯგუფმა ანკარაში საუდის არაბეთს საკონსულოში ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკა საკონსულოს შენობაში 9 საათს გრძელდებოდა. ექსპერტებმა საკონსულოს ტერიტორიაზე მდებარე სკვერიდან ნიადაგის სინჯები აიღეს. ჩხრეკის პროცესს საუდელი ექსპერტების ჯგუფიც ესწრებოდა. წარმოშობით საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ჰაშქაჯი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ის […]