გარდაიცვალა "მაიკროსოფტის" დამფუძნებელი პოლ ალენი
65 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი მილიარდერი და ფილანტროპი პოლ ალენი. ოჯახის ინფორმაციით, პოლ ალენი ონკოლოგიური დაავადების გართულების შედეგად გარდაიცვალა. ალენმა მეგობართან, ბილ გეიტსთან ერთად 1975 წელს დააფუძნა კომპანია „მაიკროსოფტი,“ რომელიც 1983 წელს დატოვა მას შემდეგ, რაც პირველად დაუსვეს კიბოს დიაგნოზი. მკურნალობის წარმატებული კურსის შემდეგ ალენმა საინვესტიციო საქმიანობა დაიწყო, დააფუძნა კოსმოსური სატრანსპორტო კომპანია Stratolaunch-ი და ხელოვნური ინტელექტის კვლევის და ბიომეცნიერების ინსტიტუტები. რამდენიმე წარუმატებელი საინვესტიციო პროექტის მიუხედავად, პოლ ალენის ქონება 20 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ალენმა ორი მილიარდი დახარჯა ქველმოქმედებითვის, მათ შორის, ებოლას ვირუსთან საბრძოლველად და სიეტლში უსახლკაროთათვის საცხოვრებლების მშენებლობისთვის. „პოლი იყო ნამდვილი პარტნიორი და ძვირფასი მეგობარი“ - ნათქვამია ბილ გეიტსის სამძიმრის წერილში.