„გთხოვთ, ოფიციალურად მოგვმართოთ“ - რატომ გახდა საჯარო ინფორმაცია ხელმიუწვდომელი?
ჟურნალისტები უკვე სიმწრით ხუმრობენ, სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს კითხვა „როგორ ხარ“ რომ გაუგზავნო, ამაზეც კი საპასუხოდ ოფიციალურ წერილს მოითხოვენო. ეს იმიტომ, რომ განსაკუთრებით ბოლო ერთ წელში, ელემენტარულ კითხვებზე პასუხების მიღება საჯარო სამსახურებიდან მედიისათვის და არა მხოლოდ, გადაულახავ ბიუროკრატიულ ბარიერად იქცა. მაშინ როცა კანონით ღია ინფორმაციის მოპოვება უჭირთ მათ, ვინც ზუსტად იცის, როგორ გამოითხოვოს ეს ინფორმაცია, რა კანონი მოიშველიოს, ვისაც ჰყავს ნაცნობები უწყებებში, ხოლო პრესსამსახურებთან მრავალწლოვანი ურთიერთობა აკავშირებთ... Читать дальше...