პარლამენტის თავმჯდომარე ბანგლადეშში მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს
ბანგლადეშში მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძემ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და მადლობა გადაუხადა ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მხარეები შეთანხმდნენ გაცვლითი ვიზიტის შესახებ.
„განვიხილეთ ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობები და არა მხოლოდ საპარლამენტო ურთიერთობები, არამედ ყველა ის საკითხი, რა მიმართულებითაც ჩვენ ამ ქვეყნებთან ვთანამშრომლობთ. კორეასთან და ასევე შრილანკასთან როგორ შეიძლება, რომ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდეთ,“ - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო ქაცარავამ.