აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საკუთარი მეუღლე პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა
ილჰამ ალიევმა საკუთარი მეუღლე პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევა ამ სტატუსით პირველად უსაფრთხოების საბჭოს წევრებს წარუდგინა.
ილჰამ ალიევმა განმარტა, რომ პირველმა ლედიმ მილი მეჯლისის დეპუტატის და იუნესკოს კეთილი ელჩის რანგში საზოგადოებრივი, პოლიტიკური და საერთაშორისო მოღვაწეობით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და ახალ თანამდებობაზე ამ მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას.
ვიცე-პრეზიდენტების პოსტის შემოღების შესახებ ცვლილება აზერბაიჯანის კონსტიტუციაში რეფერენდუმის შემდეგ შევიდა. ამ ინსტიტუტის შემოღებას სექტემბერში ელექტორატის 89%-მა დაუჭირა მხარი.