„თუ შეგვექმნება პრობლემა მოსმენებთან დაკავშირებით, გაგვიჭირდება ვთქვათ, ეს სუს-ის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაა, თუ პრემიერის"- ანა დოლიძე
„უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოდან ჩვენ გვაქვს მითითება, რომ უნდა იყოს გაყოფილი ერთმანეთისგან გამოძიება და ინფორმაციის მოპოვების ტექნიკური საშუალება,“- ეს განცხადება მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
ანა დოლიძის თქმით, ის ორგანო, რომელსაც უნდა და სჭირდება ინფორმაცია გამოძიების მიზნებისთვის, ამავე დროს არ უნდა იყოს ის ორგანო, რომელიც ამ ინფორმაციას მოიპოვებს.
„თითქოსდა ჩანს, რომ სააგენტოს საქმიანობაზე პასუხისმგებელი არის პრემიერი, სინამდვილეში მასზე კონტროლს ახორციელებს ისევ უსაფრთხოების სამსახური,“- განაცხადა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძემ კანონპროექტის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ თუ შეგვექმნება პრობლემა მოსმენებთან დაკავშირებით, გაგვიჭირდება ვთქვათ, ეს სუს-ის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაა, თუ პრემიერის. ჩვენ გთავაზობთ, რომ ეს იყოს გაყოფილი,“- განაცხადა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძემ პრეზიდენტის წარმომადგენლებთან საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ფრაქციების ფორმატში შეხვედრაზე უარის თქმაზე კომენტარი გააკეთა.
"როდესაც ვთავაზობთ კონსულტაციებს, როგორც ჩანს, ეს კარი დაკეტილია,"- აღნიშნა ანა დოლიძემ.