ჩხუბი პარლამენტში
![](http://rustavi2.com/news_photos/67805_cover_b.jpg)
ჩხუბი პარლამენტში. დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. როგორც ცნობილია, მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა მედიის მხარდამჭერი ბანერის გაშლა სცადეს საკანონმდებლო ორგანოს დარაბზში, რისი უფლებაც მათ არ მისცეს. დაპირისპირება დეპუტატებს შორის სწორედ ამ საკითხს მოყვა.
„ეს არის პროტესტის ფორმა საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რუსთავი 2-ზე რაც ხდება იმ შეტევის, მათ ამის ეშინიათ, იმიტომ, რომ ეს პარლამენტი გადაიქცა ნოტარიუსადა და რობოტების შეკრებად,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ინციდენტს პარლამენტის თავჯდომარე არ შესწრებია, თუმცა მას ირაკლი კობახიძე სხდომის დაწყების შემდეგ გამოეხმაურა. ინციდენტის შემდეგ სხდომის დაწყებისას ევროპულმა საქართველომ მედიის მხარდამჭერი ბანერი გაშალა.
„იყო თხოვნა, ჩავრეულიყავი პროცესში და არ მიმეცა უმცირესობისთვის ტრანსფარანტის გამოფენის შესაძლებლობა, თუმცა განვმარტავ, რომ მოქმედი რეგლამენტი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. რეგლამენტის თანახმად, არ მაქვს უფლება გამოხატვის ასეთი ფორმები შევზღუდო. მხოლოდ ერთ კომენტარს გავაკეთებ, რომ სამწუხაროდ, გამოხატვის ასეთი ფორმები ხელს უწყობს კონფრონტაციული გარემოს ჩამოყალიბებას, გაღრმავებას. ეს არის რეალობა, რომელსაც ვხედავ. მე ასეთ პრაქტიკას არ მივესალმებოდი. ასეთი რამ შეიძლება განმეორდეს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან, სხვადასხვა ტიპის ტრანსფარანტები შეიძლება ვიხილოთ და ასე შემდეგ. ჩემი პირადი პოზიციაა, გამოხატვის ასეთი ფორმები, რაც შეიძლება ნაკლებად გამოვიყენოთ ერთი თუ მეორე მხრიდან”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: თეონა ცხომელიძე.