"ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლებული იყოს"- სერგო რატიანი
ნაციონალური მოძრაობის წევრები გიგი უგულავას მიერ საპატიმროს დატოვებას ეხმაურებიან. პარტიის ლიდერების თქმით, გაგრძელდება ბრძოლა, რომ ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს.
„ივანიშვილზე ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა მიმდინარეობდა, თვეების განმავლობაში ვიბრძოდით, ადვოკატები იბრძოდნენ, რომ პროცესი წარმართულიყო ისე, როგორც ჩვენ გვსურდა, ამ ზეწოლამ მოახდინა ის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლებული იყოს,“- განაცხადა სერგო რატიანმა.
ნაციონალურ მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ პოლიტიკურმა ზეწოლამ და საგარეო ფაქტორებმა გიგი უგულავას მიმართ დამდგარ განაჩენზე იმოქმედა.
„პოლიტიკურმა ზეწოლამ, საგარეო ფაქტორებმა, ბრალდების სუსტმა მხარეებმა განაპირობა, რომ დღეს გიგი თავისუფალია. მინდა, რომ სულ მალე თავისუფლად მიგველოცოს პოლიტპატიმრებისთვის, რომლებიც ასე უსამართლოდ იმყოფებიან ციხეში," - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
ავტორი: ანა წერეთელი.