ევროკავშირის წარმომადგენლის შეფასებით, 2016 წელი საქართველოსთვის გამოწვევებით სავსე იყო
არჩევნები, მედიაგარემო, სასამართლო - ეს ის თემებია, რითაც საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში დემოკრატიის ხარისხს აფასებენ.
ევროკავშირის წარმომადგენლის აინოშ ჰერმანის შეფასებით, 2016 წელი საქართველოსთვის პოზიტიური, თუმცა გამოწვევებით სავსე იყო.
„ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას, რომ ეს არჩევნები მთლიანობაში ასახავდა ქართველი ხალხის ნებას. ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველომ არსებითად გააგრძელა დემოკრატიისა და სტაბილურობის გზაზე სვლა, რაც არ იყო ადვილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, გამოწვევები გაგრძელდება 2017 წელსაც”-აცხადებს იანოშ ჰერმანი.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში საკმაო პროგრესი შეინიშნება. მან მოკლე კომენტარი ვიზალიბერალიზაციაზეც გააკეთა.
„ძალიან გვინდა, რომ ეს დღე მალე დადგეს. ჩვენ ნამდვილად დასკვნით ეტაპზე ვართ“.