პრეზიდენტი პოზიციას არ ცვლის - საკონსტიტუციო კომისიაში 3 ადგილი ვაკანტური რჩება
საკონსტიტუციო კომისიის პირელივე სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის წესსა და მისი უფლებამოსილების საკითხზე იყო საუბარი. კომისიამ მუშაობა პრეზიდენტის წარმომადგენლების გარეშე დაიწყო, თუმცა სწორედ პრეზიდენტის უფლებამოსილება იქნება მათი ერთ-ერთი მთავარი საკითხი.
გიორგი მარგველაშვილს დღეს "უპასუხისმგებლოც" უწოდეს. როგორც პარტია სახელმწიფო ხალხისთვის თამჯდომარემ, ნიკა მაჭუტაძემ, განაცხადა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, უარი ეთქვა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა უპასუხისმგებლო უწოდა, რასაც რეაქცია დარბაზშივე მოჰყვა.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, კატეგორიული წინააღმდეგია, პრეზიდენტის პირდაპირი და საყოველთაო არჩევის წესი ერთპარტიული დანიშვნის მეთოდით შეიცვალოს. ისინი ფიქრობენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ქვეყანას ერთპარტიულ დიქტატურამდე მიიყვანს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კურიერს განუცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარი აღარ გაკეთდება. გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტილებას არ ცვლის და მისი წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი 3 ადგილი კომისიაში ვაკანტური დარჩება.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი