ეს არის არაკომპეტენტური და მატყუარა ხელისუფლება - მიხეილ მაჭავარიანი
„ეს არის ხელისუფლება, რომელიც არის არაკომპეტენტური და მატყუარა,“ - ასე შეაფასა განვლილი წელი ენმ-ის წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა.
ამის შესახებ მაჭავარიანმა კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ქართული ოცნების ყველა დაპირება დაფუძნებული იყო ტყუილზე. მაჭავარიანის თქმით, ხელისუფლების არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოსახლეობა გაღარიბა და გააღატაკა.
„ერთი პრემიერი მოგვიწოდებდა, რომ ბანკირი დაიქირავეთო, ეტყობა ისეთ მევახშეებზეა საუბარი, როგორებიც გვყავს მთავრობაში - კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი, ისინი ხომ ბანკირები არიან და მართავენ ქვეყანას და მეორე პრემიერი მოგვიწოდებს, რომ ლარის კურს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ფასებს შეხევდეთო. სამწუხაროდ, ფასებიც იზრდება,“ - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.