ბიძინიზმი უნდა მოისპოს ქართული პოლიტიკიდან, რაც მალე მოისპობა, მით მალე გათავისუფლდება ქვეყანა ბაყბაყდევისგან - შალვა ნათელაშვილი
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში ლარის გაუფასურებაში მთავრობა დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის არ ზრუნავს.
„ივანიშვილისთვის, პრემიერისთვის, კალაძისთვის, ქუმსიშვილისთვის, მთელი ამ ბანდისთვის მომავალი წელი იქნება ძალიან კარგი, ჩვენს ხარჯზე მილიონები იშოვეს, მაგრამ ჩვენი ხალხისთვის, თუ ესენი დარჩებიან, ღმერთმა ნუ ქნას, კარგი კი არ იქნება, ქვეყნის პოლიტიკური რუკიდან გაქრობის წელი იქნება. ლარი რომ კუპონად გადაიქცა, ამის სუპერსათავეში ივანიშვილი დგას, “- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილის თქმით, ქვეყანაში საბანკო დიქტატურაა დამყარებული.
„ქვეყანაში არანაირი პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი, მინისტრი არ არსებობს, ქვეყანაში არსებობს ერთი კრიმინალი, სისხლიანი გზებით მილიარდების მშოვნელი, ხალხის მშიერად დამტოვებელი, სახელად ბიძინა, გვარად ივანიშვილი. ბიძინიზმი უნდა მოისპოს ქართული პოლიტიკიდან და რაც მალე მოისპობა, მით მალე გათავისუფლდება ქვეყანა ბაყბაყდევისგან,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.