მიმაჩნია, რომ პოლიტსაბჭო უნდა გაფართოვდეს, უნდა იყოს უფრო მეტი ჩართულობა - დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძეს მიაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭო უნდა გაფართოვდეს. ამის შესახებ მან შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ პოლიტსაბჭო უნდა გაფართოვდეს, უნდა იყოს უფრო მეტი ჩართულობა, პოლიტსაბჭოში უნდა იყოს პარტიის ყველა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოში აუცილებლად უნდა იყვნენ პარლამენტის წევრები ნაციონალური მოძრაობიდან... ის ადამიანები, ვინც პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის სახელით იბრძვიან, არიან ბრძოლის წინა ხაზზე, საუბარი იმაზე, რომ ამ ადამიანებს, თურმე, არაფერი ესაქმებათ პარტიის მმართველ ორგანოში, უხერხულია,"- აღნიშნა ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძის თქმით, პარტიის წევრებს ხედვას შორის თავი იჩინა განსხვავებამ.
"საკითხი, უნდა იყვნენ თუ არა პარლამენტის წევრები პოლიტსაბჭოში, არის თუ არა იმდენად დრამატაული, რომ მან უნდა გამოიწვიოს პარტიის გახლეჩვა. მიმაჩნია, რომ არა! ბოლომდე ვერ ვხსნი, რატომ მიმდინარეობს ასეთი ინტენსიური და აგრესიული კამპანია," - განაცხადა ბაქრაძემ.