ძალიან რთულია ასეთ პარლამენტში მუშაობა - დავით ბაქრაძე
უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე, პარლამენტის შემადგენლობასა და მუშაობას აფასებს და ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის 27 დეპუტატს ძალიან უჭირს მუშაობა იმ პარლამენტში, სადაც 120 მტრულად განწყობილ დეპუტატია.
ამის შესახებ ბაქრაძემ კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტი დღეს ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლის ველია.
„კმაყოფილი ვერ ვიქნები იმ პარლამენტში ყოფნით, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს ქართულ ოცნებას. სადაც წარმოდგენილია პატრიოტთა ალიანსი, ძალიან რთულია ასეთ პარლამენტში მუშაობა, სადაც ამდენი მტრულად განწყობილი ადამიანი ზის,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.