უმრავლესობის თქმით, საქართველოში საპარლამენტო მმართველობის ფორმა შენარჩუნდება
პარლამენტისა თავმჯდომარისა და უმრავლესობის წევრების თქმით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით წინასწარ გაწერილი დღის წესრიგი არ არსებობს და დღის წესრიგში დადგება ყველა ის საკითხი, რაც მნიშვნელოვანი იქნება ამ ფორმატში მონაწილეებისთვის.
მათი თქმით, ერთადერთი, რასაც საკონსტიტუციო კომისია არ შეეხება, არის ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობა. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საქართველოში საპარლამენტო მმართველობის ფორმა შენარჩუნდება და ამ კუთხით კონსტიტუციაში ცვლილებები არ იგეგმება,
ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა დასრულდა. ახალი შემადგენლობა დღეს პირველად შეიკრიბა.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი