საკონსტიტუციო კომისიის პირველივე სხდომაზე პრეზიდენტის მოქმედებას "უპასუხისმგებლო" უწოდეს
საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღეს ისაუბრა იმ მიმართულებებზე, რომელიც, მისი მოსაზრებით, შესაცვლელია, მათ შორის სახელდება სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული ცვლილებები და პრეზიდენტის ინსტიტუტისა და ზოგადად ძალაუფლების გადანაწილების საკითხი.
ოპოზიცია პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას მკაცრად ეწინააღმდეგება და მსგავს გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს.
როგორც თავისუფალი დემოკჯრატების ლიდერი, შალვა შავგულიძე, აცხადებს, პრეზიდენტის ერთი პარტიის მიერ არჩევა, საყოველთაო არჩევნების ნაცვლად, ქვეყანას ერთპარტიულ დიქტატურამდე მიგვიყვანს.
„თავისუფალი დემოკრატები ვხედავთ, რომ ეს არ უნდა იქნეს დაშვებული და ამის ოპონირებას აქტიურად მოვახდენთ, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტი, ფაქტობრივად, ერთადერთია დღეს, რომლის კონტროლსაც ვერ ახორციელებს ქართულ ოცნება, ასეთი ცვლილებებით კი ეს ინსტიტუტიც მოექცევა მმართველი გუნდის კონტროლის ქვეშ და ჩვენ მივიღებთ ძალიან სავალალო შედეგებს, ჩვენ მივიღებთ ერთპარტიულ დიქტატურას,“ - განაცხადა შალვა შავგულიუძემ.
საკონსტიტუციო კომისიის პირველივე სხდომაზე კომისიის წევრების ნაწილმა პრეზიდენტის ინსტიტუტსა და თავად გიორგი მარგველაშვილის მოქმედებებს "უპასუხისმგებლო" უწოდეს.
ამის შესახებ კურიერთან პოლიტიკური მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის თავმჯდომარემ, ნიკა მაჭუტძემ, ისაუბრა და მან მსგავს შეფასებას "არაეთიკური" უწოდა. თუმცა. მმართველი გუნდიდან საკონსტიტუციო კომისიის წევრები მსგავსი შინაარსის განცხადებას უარყოფენ.