სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული აბები ამოიღეს
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული აბები ამოიღეს. დაკავებულია ერთი პირი.
ბრალდებულს პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას 224 აბი სუბუტექსი ჩამოართვეს. სამართალდამცველებმა ის ბათუმში დააკავეს.
ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.