სამინისტროებში რეორგანიზაცია დაიწყო - არასამთავრობოები ნეპოტიზმის საფრთხეზე საუბრობენ
დეკემბერი შესაძლოა სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულების ნაწილისთვის ბოლო სამუშაო თვე აღმოჩნდეს. სამინისტროებში რეორგანიზაციის პროცესები უკვე დაწყებულია, რაც თანამშრომელთა შემცირებასაც ითვალისწინებს.
განათლების სამინისტროს თანამშრომლები აცხადებენ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, სამსახურის დაკარგვას ან ხელფასის შემცირებას ელოდებიან.
ეკონომიკის სამინისტროში რეორგანიზაციის შესახებ აცხადებენ, რომ ოპტიმიზაცია სამინისტროს დაქვემდებარებულ სტრუქტურებში მიმდინარეობს. შემცირება კანონის მიხედვით, კონკურსის წესით დანიშნულ თანამშრომლებსაც შეეხებათ.
თანამშრომლების შემცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებენ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინიტროში. რამდენი ადამიანი დატოვებს სამსახურს, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში გაირკვევა.
ოპტიმიზაცია შეეხება სხვა უწყებაბსაც, მათ შორის, კულტურის სამინისტროს.
სამინისტროების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორი ნეპოტიზმის საფრთხეს ხედავს.
რეორგანიზაცია სამინიტროებში მას შემდეგ გამოცხადდა, რაც 2017 წლის ბიუჯეტში, მთავრობამ შრომითი ანაზღაურების 10%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი, თამთა დოლენჯაშვილი.