ერთი იმ გუნდის წევრისაგან, რომელიც იყო, საპატრიარქოშივე გაილახა - ქორეპისკოპოსი იაკობი
ქორესპისკოპოსმა იაკობმა ქადაგების დროს თქვა, რომ პატრიარქის უსაფრთხოების დაცვის სამსახურის უფროსი, სოსო ოხანაშვილი, საპატრიარქოში "იცემა".
ამ სიტყვებით ქორეპისკოპოსმა ბოდბის ტაძარში შეკრებილ მრევლს 5 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს, მიმართა.
"მივედი უწმინდესთან, გავესაუბრე. ერთი იმ გუნდის წევრისაგან, რომელიც იყო, საპატრიარქოშივე გაილახა. მაგაზეც მივედი უწმინდესთან, რადგან ჩემმა მხარში მდგომმა მიბერტყა,“ - ამბობს ქორეპისკოპოსი იაკობი.
პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სოსო ოხანაშვილი, მეუფე იაკობმა ილია მეორის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში დაადანაშაულა და მისი "ჩამოშორების" პირობაც დადო.