ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
დღეიდან 1 აშშ დოლარი 2.3479 ლარია. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.3460 ლარს შეადგენდა. 1 ევრო კი 2.6083 ლარი გახდა მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6008 ლარს შეადგენდა.
ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ბანკთაშორისი ვაჭრობის საფუძველზე ადგენს. გუშინ დადგენილი კურსი ძალაში ორშაბათ საღამომდე იქნება.