ევროსასამართლოს ქართველი მოსამართლეების არჩევის გადავადების გამო მთავრობა კრიტიკის ობიექტი გახდა
საქართველოს მთავრობის მიერ ევროსასამართლოში წარდგენილი არც ერთი კანდიდატი მოსამართლეთა შესარჩევმა კომიტეტმა არ დაამტკიცა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ქართველი მოსამართლის შერჩევა-დამტკიცების პროცესი 4 თვით გადაიდო. ევროსაბჭო გადაწყვეტილებას საშემოდგომო სესიაზე არ მიიღებს, როგორც ეს დაანონსებული იყო.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც საქართველოს მთავრობის მიერ კანდიდატების შერჩევის პროცესს უნდობლობა გამოუცხადეს, არ გამორიცხავენ, რომ საკითხის გადადების მიზეზი წარდგენილი სიაა.
ევროსასამართლოს ქართველი მოსამართლე წევრის არჩევის გადავადება მოულოდნელი არ ყოფილა პარლამენტის თავმჯდომარისთვის.
ევროსაბჭოში საკითხის გადადების მიზეზად ქართული მხარის მიერ შეუფერებელი კანდიდატების წარდგენას ასახელებენ ნაციონალურ მოძრაობაში.
ევროპაში გასაგზავნი კანდიდატების შერჩევის ხარვეზიან პროცესზე მიუთითებს გიორგი პაპუაშვილი.
იუსტიციის მინისტრი ევროსაბჭოს მიერ კანდიდატების დაწუნებას არ ადასტურებს. თეა წულუკიანის განცხადებით, ალექსანდრე ბარამიძემ, ევა გოცირიძემ და გიორგი ბადაშვილმა გასაუბრების ეტაპი უკვე გაიარეს, მომავალ წლამდე შერჩევა-დამტკიცების გადავადებაში კი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.