ოპოზიცია დღეს გამოქვეყნებულ კვლევებს ბიძინა ივანიშვილის განცხადების გაბათილებად მიიჩნევს
ბიძინა ივანიშვილის განცხადება არჩევნებში ნაციონალური მოძრაობისთვის 30%-იანი მხარდაჭერის შესახებ, უმცირესობაში ყოფილი პრემიერის წამოცდენად შეაფასეს. ნაციონალურ მოძრაობაში დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ ამ განცხადების გადასაფარად გამოქვეყნდა ორი სხვადასხვა კვლევა არჩევნებში მონაწილე პარტიების რეიტინგების შესახებ.
ტელეკომპანია იმედისა და პალიტრა მედიის მიერ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოქვეყნებულ კვლევებში, ნაციონალურ მოძრაობას გადაწყვეტილი ამომრჩევლის 12 %-ზე მეტი უჭერს მხარს. კვლევები არჩევნებში მონაწილე პარტიების მხრიდან კრიტიკის მიზეზი გახდა. უმცირესობაში აცხადებენ, რეიტინგების გამოქვეყნებით ხელისუფლება რეალობას ვერ გადაფარავს.
ბიძინა ივანიშვილი, რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებას არასწორად აფასებს, ამაზე განცხადებები დღეს მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმაც გააკეთეს.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე მეორე ტურებიც დანონსა. ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების უმეტესობას პირველ ტურში 50%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდება.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.