ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლები მერიის წინააღმდეგ
ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლები მერიის წინააღმდეგ- ერთ წლიანი სასამართლო დავის, არაერთი დაპირების და მოგებული სასამართლო პროცესის მიუხედავად, გასული წლის სახელფასო დავალიანება, კომიტეტის 65 თანამშრომლისთვის ამ დრომდე არ გაუსტუმრებიათ. მოსარჩელეებისთვის გადასახდელი თანხა უკვე 350 ათასამდეა გაზრდილი, რისი გადახდაც საბოლოო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს.
რატომ არ მოხდა ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლებისთვის 4 თვის ხელფასის ანაზღაურება 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ამ დრომდე გაუგებარია.
კომიტეტის ყოფილი თანამშრომლები მერიის მიერ პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაზე საუბრობენ და არც მერიის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხის პროკურატურაში დაყენება გამორიცხეს.
ავტორი: ანა წერეთელი.