„ასეთი დომხალი არ მინახავს“ - თემურ გვალიამ ბურჭულაძის პარტია დატოვა
პარტია ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის კიდევ ერთმა წევრმა დატოვა. თემურ გვალიამ, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ჭიათურაში იყო წარდგენილი, პარტიიდან წამოსვლის მიზეზები დღეს განმარტა.
მისი თქმით, ბურჭულაძის პარტიის დატოვება ფინანსური პრობლემებისა და შიდა პარტიული უთანხმოების გამო გადაწყვიტა.
"პალიკო კუბლაშვილი, რომელიც მაშინ ამ პარტიაში იყო ფავორიტი, მითხრა 3000 ხმას მოიტან, მე ვუთხარი, რომ ბარიერი რომ გადავლახო მჭირდება 6500 ხმა. ეს გაატარა ყურში და კიდევ გაიმეორა 3000 ხმა მჭირდებაო. მე ვუთხარი კარგად იყავი. ჩვენ უნდა ვიწვალოთ, ვიშრომოთ რომ რამოდენიმე კაცი გადავიდეს პარლამენტში. მე პატარა ბიჭი არ ვარ. ეს მოატყუონ ისეთ ხალხს, რომელსაც საერთოდ გამოცდილება არ აქვს ცხოვრებაში. მე სამჯერ ვიყარე კენჭი და ვიცი, ასეთი დომხალი არ მინახავს,“ - განაცხადა თემურ გვალიამ.