"ქვეყნის პრესტიჟისთვის ძალიან ცუდი რამ მოხდა" - პაპუაშვილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი კურიერის პირდაპირ ეთერში ევროსასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეობის სამი კანდიდატიდან არც ერთი არ დამტკიცდა.
“ქვეყნის პრესტიჟისთვის ძალიან ცუდი რამ მოხდა, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ჩვენ ყოველთვის ლიდერი ვიყავით და ამ დრომდე ლიდერი ვიყავით ევროსაბჭოში დემოკრატიული პროცესების განვითარების კუთხით. ევროსაბჭოს შესაბამისმა კომიტეტმა ჩათვალა რომ, თვითონ ის ფაქტი, რომ პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მოხდა, სია დაწუნებულ და გადადებულ იქნა, ეს ძალიან უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის იმიჯზე,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.