„კარგად ვერ წარმოვჩნდით ევროპელი პარტნიორების წინაშე"- დავით უსუფაშვილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ საქართველოდან წარდგენილი არც ერთი კანდიდატი არ დაამტკიცა, დავით უსფაშვილი კურიერის პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარე ამ პროცესში გართულებებს ელოდა.
„პროცესი ძალიან სერიოზული ხარვეზებით წარიმართა, იმ დონეზე, რომ სტრასბურგსაც მოუწია ჩარევა და რაღაცების გასწორებისკენ მთავრობას მოუწოდა, ეს მოწოდებაც ბოლომდე ვერ გაიაზრა თუ არ გაიაზრა მთავრობამ. ამ პროცესით ჩვენ კარგად ვერ წარმოვჩნდით ევროპელი პარტნიორების წინაშე,“- განაცხადა უსუფაშვილმა.